“ისინიც მისულან ხაიკაშვილებთან შესარიგებლად, მაგრამ არ მიიღეს" - რას ჰყვება ყაზბეგში მოკლული მამაკაცის ახლობელი
20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქუშაშვილების გვარის მამაკაცები მუხლზე დგანან და მოკლულის გვარს ასე სთხოვენ პატიებას. ვიდეოს პაატა ქუშაშვილი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მათმა გვარმა გადაწყვიტა მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახები ხევიდან გაასახლონშერიგების თაობაზე გია ხაიკაშვილის ახლობელი შემდეგს ambebi.ge-ს უყვება: ქუშაშვილების მოხუცი წარმომადგენლები გიას დაკრძალვის წინა დღეს მივიდნენ ხაიკაშვილებთან გვარების შერიგებაზე. გვარის შერიგება დაკრძალვამდე უნდა მოხდეს (წინა დღეს, ან დაკრძალვის დღის დილას), მერე გვარი რასაც გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება. ხაიკაშვილებმა ქუშაშვილების გვარს შეუნდო, შეირიგეს, მაგრამ მკვლელობის ჩამდენების ოჯახებს - არა, ხაიკაშვილების მხცოვანმა წარმომადგენლებმა ხევიდან მათი აყრის გადაწყვეტილება მიიღეს. იმათ აქ არავინ გააჩერებდა, ეს იმიტომ, რომ გვარებს შორის მტრობა აღარ ჩამოვარდეს და სხვებმაც რომ არ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაულიო შიშით.გიას მკვლელობაში ერთი სხვა გვარის მამაკაციც მონაწილეობდა - ეფხოშვილი (ისიც გაქცეულია), ისინიც მისულან ხაიკაშვილებთან შესარიგებლად, მაგრამ ეფხოშვილები არ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით, არ ვიცით, რა იქნება. გავრცელდა კადრები, მკვლელები როგორ ჩაუხტნენ გიას მანქანაში და როგორ ურტყამდნენ დანებს ველურები.მკვლელი ძმებ ქუშაშვილების მამისთანა შეძლებული ყაზბეგში არავინაა, თავში ჰქონდათ ავარდნილი და არაფერს ერიდებოდნენ. სასწაული ადამიანი, ხევის კოლორიტი მოკლეს ნაძირალებმა..."- ამბობს ახლობელი.წყარო: ambebi.ge

ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქუშაშვილების გვარის მამაკაცები მუხლზე დგანან და მოკლულის გვარს ასე სთხოვენ პატიებას. ვიდეოს პაატა ქუშაშვილი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მათმა გვარმა გადაწყვიტა მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახები ხევიდან გაასახლონ
შერიგების თაობაზე გია ხაიკაშვილის ახლობელი შემდეგს ambebi.ge-ს უყვება:
ქუშაშვილების მოხუცი წარმომადგენლები გიას დაკრძალვის წინა დღეს მივიდნენ ხაიკაშვილებთან გვარების შერიგებაზე. გვარის შერიგება დაკრძალვამდე უნდა მოხდეს (წინა დღეს, ან დაკრძალვის დღის დილას), მერე გვარი რასაც გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება. ხაიკაშვილებმა ქუშაშვილების გვარს შეუნდო, შეირიგეს, მაგრამ მკვლელობის ჩამდენების ოჯახებს - არა, ხაიკაშვილების მხცოვანმა წარმომადგენლებმა ხევიდან მათი აყრის გადაწყვეტილება მიიღეს. იმათ აქ არავინ გააჩერებდა, ეს იმიტომ, რომ გვარებს შორის მტრობა აღარ ჩამოვარდეს და სხვებმაც რომ არ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაულიო შიშით.
გიას მკვლელობაში ერთი სხვა გვარის მამაკაციც მონაწილეობდა - ეფხოშვილი (ისიც გაქცეულია), ისინიც მისულან ხაიკაშვილებთან შესარიგებლად, მაგრამ ეფხოშვილები არ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით, არ ვიცით, რა იქნება. გავრცელდა კადრები, მკვლელები როგორ ჩაუხტნენ გიას მანქანაში და როგორ ურტყამდნენ დანებს ველურები.
მკვლელი ძმებ ქუშაშვილების მამისთანა შეძლებული ყაზბეგში არავინაა, თავში ჰქონდათ ავარდნილი და არაფერს ერიდებოდნენ. სასწაული ადამიანი, ხევის კოლორიტი მოკლეს ნაძირალებმა..."- ამბობს ახლობელი.
წყარო: ambebi.ge
What's Your Reaction?






