თურქეთს ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს ეწვევა
თურქეთი სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ადასტურებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ფაჰრეტინ ალთუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ქვეყანას სამუშაო ვიზიტით 2025 წლის 20 ივნისს ეწვევა. ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბატონ ფაშინიანს სტამბოლში მიიღებს”, – წერს ალთუნი. ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს 19 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ […]


თურქეთი სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ადასტურებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ფაჰრეტინ ალთუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ქვეყანას სამუშაო ვიზიტით 2025 წლის 20 ივნისს ეწვევა.
ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბატონ ფაშინიანს სტამბოლში მიიღებს”, – წერს ალთუნი.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს 19 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვევა.
What's Your Reaction?






