ისრაელი შესაძლოა ირანის ბირთვულ ობიექტებს აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე დაესხას თავს – Reuters
ისრაელის ოფიციალური პირისა და კიდევ ორი ინფორმირებული წყარო Reuters-ს უყვება, რომ ისრაელი უახლოეს თვეებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე ასეთ ქმედებას არ დაუჭერს მხარს. New York Times-ის ინფორმაციიით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონი […]


ისრაელის ოფიციალური პირისა და კიდევ ორი ინფორმირებული წყარო Reuters-ს უყვება, რომ ისრაელი უახლოეს თვეებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე ასეთ ქმედებას არ დაუჭერს მხარს.
New York Times-ის ინფორმაციიით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყებას ამჯობინებს და უახლოეს ხანში ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას მხარს არ დაუჭერს.
თუმცა Reuters წერს, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ახლა მიიჩნევენ, რომ ისრაელმა შესაძლოა მცირე ზომის თავდასხმა განახორციელოს ირანზე, რაც აშშ-ს მხარდაჭერას ნაკლებად საჭიროებს. ასეთი თავდასხმა ბევრად მცირე მასშტაბის იქნება, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის გაურკვეველია, განახორციელებს თუ არა ისრაელი ამ ნაბიჯს და როდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა, მეორე რაუნდი კი 19 აპრილს რომში გაიმართება.
18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთს ეწვია და მოსკოვში აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა.
ლავროვის თქმით, რუსეთი “მზად არის, რომ დაეხმაროს, იშუამდგომლოს და ნებისმიერი როლი შეასრულოს, რომელიც ირანისთვისა და აშშ-სთვის სასარგებლო იქნება”.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, IRNA-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაღჩი მომდევნო დღებში პეკინსაც ეწვევა.
15 აპრილს ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა X-ზე დაწერა, რომ ირანმა “უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ბირთვული გამდიდრება”, რათა ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწიოს.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა, მეორე რაუნდი კი 19 აპრილს რომში გაიმართება.
შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს.
როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ “ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს”. ირანულმა მხარემაც დისკუსიები “კონსტრუქციულად” მოიხსენია.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა “კონსტრუქციულად” არის მოხსენიებული.
“დისკუსიები ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და აშშ ღრმად მადლიერია ომანის სასულთნოსი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა დოქტორ არაღჩისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მას პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სხვაობები დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროს, თუ ეს შესაძლებელია”. – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
წყარო: tabula.ge
What's Your Reaction?






