ისტორიაში პირველად - გორის "დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ისტორიაში პირველად - გორის "დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

საუკეთესოს ვინაობას სეზონის საბოლოო შეხვედრაში გორის "დილა" და თბილისის "სპაერი" არკვევდნენ.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმიც ასევე წარიმართა. ყველაფერი 86-ე წუთზე "დილას" ბრაზილიელი ლეგიონერის ჟოაო კოშტას გატანილმა გოლმა შეცვალა, რასაც 90+2 წუთზე ჩაბრაძის ზუსტი დარტყმაც დაემატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 2:0 დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ გორელთა ეს გამარჯვება ისტორიაში პირველი გახლდათ, რაც ტიტულს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას მატებს.
What's Your Reaction?






