დონალდ ტრამპი – უკრაინას მეტ იარაღს გავუგზავნით, მათ თავის დაცვა უნდა შეეძლოთ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა […]


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კიევის „ცის დაცვის“ შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობას დათანხმდა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან თავდაცვის ერთობლივი წარმოების, შესყიდვებისა და ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.
What's Your Reaction?






