კანადაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, ევაკუირებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი

კანადის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევები მანიტობას პროვინციაში მდებარე ლაკ-დიუ-ბონეს თემში დაფიქსირდა. ხანძრის გამო თემიდან 1 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხელისუფლების ცნობით, ამჟამად კანადაში ხანძრის 92 აქტიური კერაა, მათ შორის ბრიტანეთის კოლუმბიაში, ალბერტაში, სასკაჩევანში, მანიტობასა და ონტარიოში. მანიტობაში ხანძრის 24 აქტიური კერაა, რომელთაგან ხუთი უკონტროლოა.

მაი. 15, 2025 - 08:27
 0
კანადაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, ევაკუირებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი

კანადის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევები მანიტობას პროვინციაში მდებარე ლაკ-დიუ-ბონეს თემში დაფიქსირდა.
ხანძრის გამო თემიდან 1 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
ხელისუფლების ცნობით, ამჟამად კანადაში ხანძრის 92 აქტიური კერაა, მათ შორის ბრიტანეთის კოლუმბიაში, ალბერტაში, სასკაჩევანში, მანიტობასა და ონტარიოში. მანიტობაში ხანძრის 24 აქტიური კერაა, რომელთაგან ხუთი უკონტროლოა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow