"კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას არ ვაპირებ" - კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდომ კარიერის შემდეგ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელობა მისთვის საინტერესო არ არის. როგორც ფეხბურთელმა თქვა...

ივნ. 30, 2025 - 13:27
 0
"კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას არ ვაპირებ" - კრიშტიანო რონალდო
კრიშტიანო რონალდომ კარიერის შემდეგ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელობა მისთვის საინტერესო არ არის. როგორც ფეხბურთელმა თქვა, იგი არ ფიქრობს სტანდარტული ჩარჩოებით და მომავალშიც სხვანაირად იმოქმედებს.

მოედანზე განსხვავებულად ვაზროვნებ და ეს მეხმარება. მწვრთნელობა ჩემი გზა არ არის – არც 5, არც 10 და არც 20 წლის შემდეგ ვაპირებ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა რონალდომ „ალ ნასრის“ ოფიციალურ YouTube არხთან ინტერვიუში.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ასევე თქვა, რომ საუდის არაბეთში მხოლოდ საფეხბურთოდ არ იმყოფება და სურს, ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

შეგახსენებთ, რონალდომ ცოტა ხნის წინ „ალ ნასრთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow