კლიპის პრემიერა
მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის მაუწყებელმა მუსიკალური კლიპი გადაიღო. სიმღერა მეზღვაურებს ეძღვნება და ამ ფორმით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მათ პროფესიულ თარიღს ულოცავს. კლიპის სატელევიზიო პრემიერა დღეს “დილის ტალღის“ ეთერში შედგა. პროექტზე არხის შემოქმედებითი სამსახურის გუნდი მუშაობდა. მუსიკისა და ტექსტის ავტორი აჭარის მაუწყებლის შემოქმედებითი სამსახურის უფროსი გია დიასამიძეა, რეჟისორი კი სალომე ხალვაში. კლიპი საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით მომზადდა და მასში სასწავლებლის ახლადშექმნილი ბენდი The fellas მონაწილეობს.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის მაუწყებელმა მუსიკალური კლიპი გადაიღო. სიმღერა მეზღვაურებს ეძღვნება და ამ ფორმით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მათ პროფესიულ თარიღს ულოცავს.
კლიპის სატელევიზიო პრემიერა დღეს “დილის ტალღის“ ეთერში შედგა. პროექტზე არხის შემოქმედებითი სამსახურის გუნდი მუშაობდა.
მუსიკისა და ტექსტის ავტორი აჭარის მაუწყებლის შემოქმედებითი სამსახურის უფროსი გია დიასამიძეა, რეჟისორი კი სალომე ხალვაში.
კლიპი საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით მომზადდა და მასში სასწავლებლის ახლადშექმნილი ბენდი The fellas მონაწილეობს.
What's Your Reaction?






