“კომერსანტი” საქმიან საზოგადოებას და სრულიად საქართველოს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ესაა ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცემისა, რომლითაც მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს. “კომერსანტი” საქმიან საზოგადოებას და სრულიად საქართველოს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. შეგახსენებთ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის […]


26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ესაა ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცემისა, რომლითაც მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.
“კომერსანტი” საქმიან საზოგადოებას და სრულიად საქართველოს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.
შეგახსენებთ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
What's Your Reaction?






