კონგრესმენი ბეკონი: აშშ-მ უკრაინა კბილებამდე უნდა შეაიარაღოს, რუსეთი კი დაასანქციროს

დროა, გულწრფელები ვიყოთ: სამშვიდობო მოლაპარაკებებს ნულოვანი ეფექტი აქვს პუტინზე. მისი მიზანი უკრაინაზე ბატონობაა და არ შეჩერდება, სანამ არ მიხვდება, რომ გამარჯვებას ვერ შეძლებს. აშშ-მ და მოკავშირეებმა უკრაინა კბილებამდე უნდა შეაიარაღონ, რუსეთი მაქსიმალურად დაასანქცირონ და რუსეთს უცხოეთში გაყინული $300 მილიარდის აქტივები ჩამოართვან. ჩვენ არ გვინდა, ისეთ მსოფლიოში ვიცხოვროთ, რომელშიც რუსეთსა და ჩინეთს თავიანთი მეზობლების, გრძელვადიან პერიოდში […]

მაი. 26, 2025 - 06:27
 0
კონგრესმენი ბეკონი: აშშ-მ უკრაინა კბილებამდე უნდა შეაიარაღოს, რუსეთი კი დაასანქციროს

დროა, გულწრფელები ვიყოთ: სამშვიდობო მოლაპარაკებებს ნულოვანი ეფექტი აქვს პუტინზე. მისი მიზანი ზე ბატონობაა და არ შეჩერდება, სანამ არ მიხვდება, რომ გამარჯვებას ვერ შეძლებს. -მ და მოკავშირეებმა უკრაინა კბილებამდე უნდა შეაიარაღონ, მაქსიმალურად დაასანქცირონ და რუსეთს უცხოეთში გაყინული $300 მილიარდის აქტივები ჩამოართვან.

ჩვენ არ გვინდა, ისეთ მსოფლიოში ვიცხოვროთ, რომელშიც რუსეთსა და ჩინეთს თავიანთი მეზობლების, გრძელვადიან პერიოდში კი ჩვენი მოკავშირეების დაჩაგვრა შეუძლიათ ყოველ ჯერზე, როცა ბირთვული იარაღით მუქარას გადაწყვეტენ. რუსეთმა ძალის მეშვეობით თავისი საზღვარი, 1991 წლის შემდეგ, ცხრაჯერ შეცვალა და ეს მე-10-ჯერაც მოხდება, თუ მეცხრე მცდელობისას არ შევაკავებთ.

წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ ბეკონი X-ზე.

კონგრესმენი ბეკონი გამოეხმაურა Fox News-ის კორესპონდენტის, ლუკას ტომლინსონის პოსტს, რომელშიც ეწერა, რომ ამ შაბათ-კვირას რუსეთმა უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ 90 ბალისტიკური, ფრთოსანი რაკეტები, და 500 დრონი გამოიყენა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow