ივანიშვილების ოჯახის შიგნით ქონების ახალი გადანაწილება – თამთა მიქელაძე ჟურნალისტურ გამოძიებაზე
უფლებადამცველი, თამთა მიქელაძე Studio Monitor-ის უახლესი ჟურნალისტური გამოძიება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო მმართველობის ინსტრუმენტებს საკუთარი ქონებრივი ინტერესების გასაძლიერებლად. სამოქალაქო საზოგადოება წლებია საუბრობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე (state capture) ივანიშვილის მხრიდან, თუმცა რაც წარსულში ფრაგმენტულად და ფარული გავლენის მეშვეობით ხდებოდა, დღეს სისტემური, ღია და ტოტალური კონტროლის ფორმას იღებს. სახელმწიფო სუვერენიტეტის მიტაცების ყველაზე თვალსაჩინო […] The post ივანიშვილების ოჯახის შიგნით ქონების ახალი გადანაწილება – თამთა მიქელაძე ჟურნალისტურ გამოძიებაზე appeared first on .

უფლებადამცველი, თამთა მიქელაძე
Studio Monitor-ის უახლესი ჟურნალისტური გამოძიება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო მმართველობის ინსტრუმენტებს საკუთარი ქონებრივი ინტერესების გასაძლიერებლად.
სამოქალაქო საზოგადოება წლებია საუბრობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე (state capture) ივანიშვილის მხრიდან, თუმცა რაც წარსულში ფრაგმენტულად და ფარული გავლენის მეშვეობით ხდებოდა, დღეს სისტემური, ღია და ტოტალური კონტროლის ფორმას იღებს.სახელმწიფო სუვერენიტეტის მიტაცების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2024 წლის გაზაფხულზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება, რომლებმაც ოფშორული კაპიტალის ქვეყანაში შემოტანა ფაქტობრივად დაუბეგრავ და უკონტროლო პრაქტიკად გააფორმა.ამ ცვლილებამ, რომელიც პოლიტიკურმა ელიტამ და საზოგადოებამ სათანადოდ ვერ შეაფასა, შექმნა ივანიშვილისთვის ისეთი სამართლებრივი და საგადასახადო რეალობა, რომლითაც მან შეძლო ოფშორულ ზონებში თავმოყრილი ქონების შეუზღუდავი და დაუბეგრავი გადმოტანა საქართველოში.Studio Monitor-ის მონაცემებით, ბოლო პერიოდში ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, „სს ლუსოლიმ“, რომელიც 2025 წლის იანვარში მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ დააფუძნა, შეიძინა და საქართველოში შემოიტანა დიდი მოცულობის ხელოვნების ნიმუშები.დააკვირდით ხელოვნების ნიმუშების იმპორტის მაჩვენებლებს:2023 წელს – 798,960 დოლარი2024 წელს – 2,417,540 დოლარი2025 წლის პირველ სამ თვეში – უკვე 514 მილიონ დოლარს გადააჭარბაანალოგიური ტენდენცია შეინიშნება საფრენი აპარატების იმპორტის ზრდაშიც. თუკი 2022 და 2023 წლებში მათი ღირებულება 45 და 43 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 162 მილიონ დოლარამდე გაიზარდა – რაც ასევე შესაძლებელია, რომ ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება.ამ პროცესს თან სდევს ივანიშვილების ოჯახის შიგნით ქონების ახალი გადანაწილება.2024 წლის ნოემბერში სს „ქართუ ჯგუფი“ – ივანიშვილის მიერ ფლობით ოფშორულად მართული კომპანია – მთლიანად მისი შვილის, უტა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა. ამ ჯგუფის მფლობელობაშია „ბანკი ქართუ“, ასევე საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და მასშტაბური საინვესტიციო პროექტები – მათ შორის 8 მოქმედი და მშენებარე სასტუმრო, რომელთა საერთო ღირებულება $895 მილიონს აღწევს.მიუხედავად იმისა, რომ Studio Monitor მიუთითებს ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაზე საფრანგეთსა და აშშ-ში, მათ შორის უძრავ ქონებაზე ჩრდილოეთ კაროლინაში, აშკარაა, რომ ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოტანილია საქართველოში და, შესაბამისად, საერთაშორისო სანქცირების მექანიზმებს რა რეალური წნეხის მოხდება შეუძლია ივანიშვილზე კარგად არის დასათვლელი და გასაზომი.ეს ყველაფერი ჩემთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია არ არის შემთხვევითი პოლიტიკური შედეგი, არამედ სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია ივანიშვილის მხრიდან.სამწუხაროდ, ამ პროცესს დემოკრატიული საზოგადოება და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოუმზადებელი და და ვიტყოდი დაუცველიც კი ვხვდებით.ის, რაც ძალაუფლებას ემართება ჩვენს კონტექსტში პოსტსაბჭოთა მმართველობის ლოგიკაში და ტიპოლოგიაში წერია და მასში დაბრუნებაა. აქ ხდება ის, რაც თავის დროზე მოხდა რუსეთის, ყაზახეთის ან აზერბაიჯანის შემთხვევებში, სადაც დემოკრატიული ვარდნა პირდაპირ კავშირში იყო შეუზღუდავ ოლიგარქიულ ინტერესებთან.მმართველობის ამ ტიპს პოლიტიკური მეცნიერება ნეოპატრიმონიულ ავტორიტარიზმს უწოდებს, როცა საზოგადოებრივი რესურსები მმართველის პირად საკუთრებად გადაიქცევა, სახელმწიფო ინსტიტუტები კი ამ მიზნის მიღწევის ტექნიკურ და ბრმა ინსტრუმენტად.
ივანიშვილის რეჟიმში ვკარგავთ სახელმწიფოს, სუვერენიტეტს, სამართალს და მომავალს.
The post ივანიშვილების ოჯახის შიგნით ქონების ახალი გადანაწილება – თამთა მიქელაძე ჟურნალისტურ გამოძიებაზე appeared first on .
What's Your Reaction?






