რა არ წერია ტრამპის წერილში, რომელიც ყაველაშვილმა მიიღო?

ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამავე ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი წერილში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გაძლიერებაზე. “ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია – ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან […] The post რა არ წერია ტრამპის წერილში, რომელიც ყაველაშვილმა მიიღო? appeared first on .

მაი. 27, 2025 - 21:57
 0
რა არ წერია ტრამპის წერილში, რომელიც ყაველაშვილმა მიიღო?

ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამავე ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი წერილში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გაძლიერებაზე.

“ბატონო პრეზიდენტო,
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია – ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.

ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს  ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას  სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს,” – ნათქვამია მისალოც წერილში.

რა არ წერია ტრამპის წერილში?

ტრამპის წერილში არაფერი წერია იმ კითხვების თუ შეთავაზებების პასუხად, რაც ირაკლი კობახიძის წერილშია.

არ წერია არაფერი დიფსთეისთზე. 

არაფერი წერია ურთიერთობის გადატვირთვაზე, შესაბამისად, არაფერი წერია იმ მიდგომების შეცვლაზე, რაც ახლა აქვს ამერიკას და მის მთავრობას. 

ტრამპის წერილში არაფერი წერია პრეზიდენტისა, ან მთავრობისთვის 26 მაისის მილოცვაზე. 

ტრამპის წერილში ნათქვამია, რომ აშშ–ის ადმინისტრაცია ერთგულია თავისი გზის, თუმცა, არაფერი წერია იმაზე, რამდენად იგივენაირ ერთგულ პარტნიორობას უწევს საქართველო აშშ–ს. 

 

The post რა არ წერია ტრამპის წერილში, რომელიც ყაველაშვილმა მიიღო? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow