ლევანდოვსკი საუდიში? - წავა თუ არა ბარსელონადან პოლონელი სტრაიკერი
ახლახანს ესპანურმა Diario Sport-მა დაწერა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონასთან კონტრაქტს არ განაახლებს და სათამაშოდ საუდის არაბეთში წავა

პოლონელ სტრაიკერს ბლაუგრანასთან ხელშეკრულება მომდევნო წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევანდოვსკის ბარსაში მხოლოდ ერთი სეზონიღა დარჩა.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ლევანდოვსკიმ თავად განუცხადა თავის აგენტებს, რომ კარიერის ბოლოსკენ აზიაში სურს თამაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბს აირჩევს ფეხბურთელი.
ამდენად, როგორც იწერება, ლევანდოვსკი ბარსელონაში ბოლო სეზონზეა ორიენტირებული, მის შემდეგ კი პოლონელი საუდის ლიგაში უნდა ვნახოთ.
What's Your Reaction?






