ლევან ალაფიშვილი: სხვა შემთხვევაში პირის დაბარება, გამოცხადების მოთხოვნა არ არის კანონიერი

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი: საპარლამენტო დემოკრატიაში საგამოძიებო კომისია არის ოპოზიციის ბერკეტი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის კონტროლისა და ანგარიშვალდებულებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას ისედაც აქვს გამოძიების სხვა მრავალი ბერკეტი და ინსტიტუტი. გამოძიებასთან პირის დაბარებისას მას უნდა ეცნობოს რა საკითხზე უნდა გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება, აგრეთვე განემარტოს მისი უფლებები. მათ შორის, უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ […]

ივნ. 27, 2025 - 04:57
 0
ლევან ალაფიშვილი: სხვა შემთხვევაში პირის დაბარება, გამოცხადების მოთხოვნა არ არის კანონიერი

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი:

⭕️საპარლამენტო დემოკრატიაში საგამოძიებო კომისია არის ოპოზიციის ბერკეტი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის კონტროლისა და ანგარიშვალდებულებისთვის.
⭕️საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას ისედაც აქვს გამოძიების სხვა მრავალი ბერკეტი და ინსტიტუტი.
❌️გამოძიებასთან პირის დაბარებისას მას უნდა ეცნობოს რა საკითხზე უნდა გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება, აგრეთვე განემარტოს მისი უფლებები. მათ შორის, უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და უფლება გამოცხადდეს ადვოკატთან ერთად.
❌️სხვა შემთხვევაში პირის დაბარება, გამოცხადების მოთხოვნა არ არის კანონიერი. ირღვევა დაცვის უფლება და არაკანონიერი მოთხოვნის არშესრულებისთვის პირის პასუხისგებაში მიცემა ვერ ჩაითვლება კანონშესაბამის გადაწყვეტილებად.
❗️ეს არის საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები და ასე წერია ჩვენ კონსტიტუცია-კანონებში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow