„საქართველოში რეგიონების განვითარება კულინარიის მიმართულებით უნდა მოხდეს“ – შოთა ბურჯანაძე
„საქართველოში რეგიონების განვითარება კულინარიის მიმართულებით უნდა მოხდეს“ – შოთა ბურჯანაძე რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოში რეგიონების განვითარება კულინარიის მიმართულებით უნდა მოხდეს. როგორც შოთა ბურჯანაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში აღნიშნა, ამჟამად, სარესტორნო სფეროში, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით დადებითი ტენდენციაა. “ირან-ისრაელის ომმა ჩვენზეც იმოქმედა, მცირედი ჩავარდნა იყო, მაგრამ ჯავშნები უკან ბრუნდება. ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა მნიშვნელოვანი […]


„საქართველოში რეგიონების განვითარება კულინარიის მიმართულებით უნდა მოხდეს“ – შოთა ბურჯანაძე
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოში რეგიონების განვითარება კულინარიის მიმართულებით უნდა მოხდეს.
როგორც შოთა ბურჯანაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში აღნიშნა, ამჟამად, სარესტორნო სფეროში, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით დადებითი ტენდენციაა.
“ირან-ისრაელის ომმა ჩვენზეც იმოქმედა, მცირედი ჩავარდნა იყო, მაგრამ ჯავშნები უკან ბრუნდება. ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა მნიშვნელოვანი კითხვაა – ტურიზმის კუთხით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ?! ინდუსტრიული გასტრონომია ფართოდ გავრცელებული, ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამასთან, აუცილებელია რეგიონების კუთხით ეკო ტურიზმის განვითარება. საქართველო უნიკალური, მრავალფეროვანი ქვეყანაა – გასტრონომიული მიმართულებით დაწყებული, ღირსშესანიშნაობებისა, თუ დასვენების კუთხით, ტურისტისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია, მაგრამ იმ დარგში, რასაც მე წარმოვადგენ მნიშვნელოვანია, რეგიონების განვითარება კულინარიის კუთხით მოხდეს. მინდა გითხრათ, რომ დღეს მზარეული ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიად იქცა – ახლა სახელებზე და კერძზე დაფუძნებული ბიზნესი იქნება მნიშვნელოვანი”, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.
შოთა ბურჯანაძემ ინფრასტრუქტურის კუთხითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში აღნიშნული მიმართულება ჯერ კიდევ, პრობლემატურ საკითხად რჩება.
“თბილისში ინდუსტრიული ტურიზმი უფრო თვალსაჩინოა, ტურისტი, რომელიც ქვეყანაში 5-6 დღით ჩამოდის მისი დედაქალაქში 2-3 დღით გაჩერება საკმარისი იქნება. ვიზიტორის რეგიონებში გასვლა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით იქნება, კულინარიული დაინტერესებით, თუ დასავლეთში პირდაპირი ფრენით – ამ მიმართულებების განვითარება ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. სახელმწიფოს ჩართულობაა საჭირო – ინფრასტრუქტურა ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ინფრასტრუქტურის საკითხი ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგალითად, საპირფარეშოს პრობლება, მანიშნებლები და ა.შ. ტურისტისთვის კონკრეტულ ადგილზე მისვლა მარტივი უნდა იყოს, გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
What's Your Reaction?






