[ენერგეტიკული ბირჟის სრულად გახსნის] გადავადება მისასალმებელია. გვაქვს დრო გავიაზროთ, როგორი სამიზნე მოდელი გვჭირდება – ლევან ვეფხვაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნის ორი წლით გადავადებას დადებითად აფასებს. როგორც მან bm.ge-სთან განაცხადა, ეს დრო გამოყენებული იქნება ახალ მოდელზე დაფიქრებისთვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასთან ერთად, ადგილობრივ ბაზარზე მეტად მორგებული იქნება. “მისასალმებელია, რომ გვაქვს დრო. სამიზნე მოდელი, ახლა რაც გვაქვს, დაახლოებით გადმოტანილია საშუალო ევროპული მოდელიდან. ალბათ, უნდა გავიაზროთ კიდე […]
![[ენერგეტიკული ბირჟის სრულად გახსნის] გადავადება მისასალმებელია. გვაქვს დრო გავიაზროთ, როგორი სამიზნე მოდელი გვჭირდება – ლევან ვეფხვაძე](https://news.ge/wp-content/uploads/2025/06/levan-vefkhvadze_w_h-2DzJEq.jpg)

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნის ორი წლით გადავადებას დადებითად აფასებს.
როგორც მან bm.ge-სთან განაცხადა, ეს დრო გამოყენებული იქნება ახალ მოდელზე დაფიქრებისთვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასთან ერთად, ადგილობრივ ბაზარზე მეტად მორგებული იქნება.
“მისასალმებელია, რომ გვაქვს დრო. სამიზნე მოდელი, ახლა რაც გვაქვს, დაახლოებით გადმოტანილია საშუალო ევროპული მოდელიდან. ალბათ, უნდა გავიაზროთ კიდე ერთხელ როგორი ტიპის სამიზნე მოდელი გვჭირდება და ეს ორი წელი ვფიქრობ, საკმარისი დროა, რომ ახალი მოდელი კარგად გავიაზროთ, ჩამოვაყალიბოთ. ყველაზე მთავარი არის კომპრომისის დაჭერა იმისათვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ჰქონდეს ელექტროენერგია და ხელმისაწვდომი იყოს ეს ელექტროენერგია და მეორეს მხრივ, საინვესტიციოდაც ინდუსტრია იყოს მიმზიდველი. იმიტომ, რომ თუ დაბალი ფასი იქნება, ინდუსტრია ვერ იქნება მიმზიდველი საინვესტიციოდ და შესაბამისად იქნება პრობლემები უკვე ახალი სადგურების აშენების და თქვენ იცით, სხვადასხვა კვლევებით, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი გვჭირდება სიმძლავრეების იმისათვის, რომ 2030 წლისთვის ჩვენი მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.
თვითონ მოდელი გვჭირდება იმისათვის, რომ კარგად დავინახოთ ჩვენი განვითარება, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრები და შესაბამისად, ეს მოდელი მათთანაც უნდა იყოს შეთანხმებული. აქამდე, როგორც ჩანს, წავედით იმ გზით, რომ სამიზნე მოდელი იყო უფრო მეტად მორგებული იმ ექსპერტების შეფასებებზე, რომელიც თავის დროზე ჩვენთან ერთად მუშაობდნენ, მაგრამ კარგად ვერ დავინახეთ იმ გამოწვევებზე პასუხი, რომელიც შეიძლება ადგილზე, ბაზარზე შეიქმნას. ამიტომ, ახლა ვიღებთ დროს თანამეგობრობასთან ერთად, ეს ორი წელი იქნება თავიდან ამ ყველაფრის გადააზრების და შეფასებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის სამინისტრო ამ ორ წელს ძალიან ეფექტიანად გამოიყენებს ისე, როგორც ბიზნესი იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში და მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ვიყოთ ჩართული, რათა კიდევ მომავალში არ იყოს ასეთი ტიპის გადავადებებზე საუბარი”,- ამბობს ლევან ვეფხვაძე.
მან მთავარი პრობლემატური საკითხები დაასახელა, რა მიმართულებითაც მუშაობაა საჭირო, რომ ერთის მხრივ, ხელმისაწვდომობა არ დაირღვეს ელექტროენერგიაზე და მეორეს მხრივ, ინდუსტრია საინვესტიციოდ მიმზიდველი იყოს.
“ასეთი საკითხები, როგორიც არის იმპორტი, უბალანსობის თემა, რომელიც უკვე გენერაციის ნაწილს აწუხებდა, იმიტომ, რომ იქ დაბალანსების პრობლემები შემოდიოდა და ეს დამატებითი ღირებულება იყო ბუნებრივია ელექტროენერგიის წარმოებისთვის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ თავიდან გასააზრებელი და დასანახია”,- ამბობს ლევან ვეფხვაძე.
ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა და შემდგომ უკვე პლატფორმაზე ვაჭრობა სრულყოფილად უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობის დადგენილებით, გადავადება 2027 წლის პირველ ივლისამდე მოხდა. შესაბამისად, მომდევნო ორი წელი ბაზარი კვლავ გარდამავალი მოდელით იმუშავებს.
What's Your Reaction?






