ლევან ტიელიძე: შედეგებმა აჩვენა რომ მცირე გამყინვარების ეპოქის დასრულებიდან დღემდე მყინვარების ფართობი 49.2%-ით შემცირდა

გეოგრაფი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გეომორფოლოგია-გლაციოლოგიის მიმართულებით, ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში წერს:  კავკასიონის გამყინვარება-კლიმატის ცლვილება ბოლო ორასი წლის განმავლობაში. ინოვაციური კვლევა მყინვარული ნაფენების და დისტანციური ზონდირების გამოყენებით. ტემპერატურის რეკონსტრუქციისთვის რეგიონალურ ტემპერატურულ გრადიენტთან ერთად გამოყენებული იქნა თოვლის ხაზის რეკონსტრუქციის მეთოდი. შედეგებმა აჩვენა რომ მცირე გამყინვარების ეპოქის დასრულებიდან დღემდე მყინვარების ფართობი 49.2%-ით შემცირდა. განსაკუთრებული შემცირება (35.5%) 1960ანი წლებიდან შეიმჩნევა. […]

აპრ. 22, 2025 - 20:27
 0
ლევან ტიელიძე: შედეგებმა აჩვენა რომ მცირე გამყინვარების ეპოქის დასრულებიდან დღემდე მყინვარების ფართობი 49.2%-ით შემცირდა
გეოგრაფი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გეომორფოლოგია-გლაციოლოგიის მიმართულებით, სოციალურ ქსელში წერს: 
კავკასიონის გამყინვარება-კლიმატის ცლვილება ბოლო ორასი წლის განმავლობაში. ინოვაციური კვლევა მყინვარული ნაფენების და დისტანციური ზონდირების გამოყენებით. ტემპერატურის რეკონსტრუქციისთვის რეგიონალურ ტემპერატურულ გრადიენტთან ერთად გამოყენებული იქნა თოვლის ხაზის რეკონსტრუქციის მეთოდი.
❄️შედეგებმა აჩვენა რომ მცირე გამყინვარების ეპოქის დასრულებიდან დღემდე მყინვარების ფართობი 49.2%-ით შემცირდა. განსაკუთრებული შემცირება (35.5%) 1960ანი წლებიდან შეიმჩნევა. ბოლო 200 წლის განმავლობაში მყინვარები სიგრძეში საშუალოდ 1278 მეტრით შემცირდა. აქედან მხოლოდ ბოლო 60 წლის განმავლობაში 576 მეტრით.
❄️1820ანი წლებისთვის მყინვარული თოვლის ხაზი დღევანდელთან შედარებით ჰიფსომეტრიულად 180 მეტრით დაბლა იყო. იგივე პერიოდისთვის ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა დღვანდელთან შედარებით 1.1 ± 0.3 °C გრადუსით დაბალი იყო. დათბობის ყველაზე მძლავრი მაჩვენებელი (0.6 ± 0.3 °C) ბოლო 60 წლის გამვავლობაში ფიქსირდება.
????კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ Remote Sensing-ში და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე https://www.mdpi.com/2072-4292/17/9/1486

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow