ლუკა გუგეშაშვილმა პაოკის კარი უკვე ორ ამხანაგურ შეხვედრაში დაიცვა
ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა ბერძნული პაოკის კარი უკვე ორ ამხანაგურ შეხვედრაში დაიცვა, ერთხელ აიაქსთან, მეორედ კი იგლზის წინააღმდეგ

26 წლის კარის დარაჯი აიაქსის წინააღმდეგ ბოლო 30 წუთი ათამაშეს, რა დროშიც ლუკას ერთი გოლი საკუთარი თანაგუნდელისგან გაუვიდა, მატჩი კი ბერძნებმა 1:2 დათმეს.
რაც შეეხება იგლზთან დაპირისპირებას, აქ ტაიმები 60-წუთიანი ფორმატით ჩატარდა, გუგეშაშვილი კი პაოკის კარს პირველ ნახევარში იცავდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე პაოკში პანსერაიკოსიდან გადავიდა.
What's Your Reaction?






