სად რა დავპოსტოთ? – კონტენტის კვლევა პოპულარულ პლატფორმებზე

დღეს კონტენტს ვიდეოფორმატი ქმნის – ამაზე ალბათ უკვე აღარავინ დავობს. Instagram Reels, TikTok, LinkedIn-იც კი, ვიდეოებზეა გადართული. ჩნდება განცდა, რომ მალე ყველაფერი ვიდეოდ გარდაიქმნება. ყველა თანხმდება, რომ თუ აუდიტორიის გაზრდა გსურთ, ჯობია, კონტენტის ეს ფორმა გამოიყენოთ. თუმცა, რამდენად მარტივია მისი შექმნა და ისეთ ადგილებში, ისეთ დროს განთავსება, რომ ვიდეოს რეალური შედეგი ჰქონდეს? ის ყოველთვის არ […]

ივლ. 21, 2025 - 03:27
 0
სად რა დავპოსტოთ? – კონტენტის კვლევა პოპულარულ პლატფორმებზე

დღეს კონტენტს ვიდეოფორმატი ქმნის – ამაზე ალბათ უკვე აღარავინ დავობს. Instagram Reels, TikTok, LinkedIn-იც კი, ვიდეოებზეა გადართული. ჩნდება განცდა, რომ მალე ყველაფერი ვიდეოდ გარდაიქმნება. ყველა თანხმდება, რომ თუ აუდიტორიის გაზრდა გსურთ, ჯობია, კონტენტის ეს ფორმა გამოიყენოთ.
თუმცა, რამდენად მარტივია მისი შექმნა და ისეთ ადგილებში, ისეთ დროს განთავსება, რომ ვიდეოს რეალური შედეგი ჰქონდეს? ის ყოველთვის არ არის ჩართულობის საუკეთესო გზა. ამიტომ განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის კონტენტი TikTok-ზე, LinkedIn-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე.
საუკეთესო კონტენტის ფორმატი TikTok-ზე
მიუხედავად იმისა, რომ TikTok-მა ბოლო თვეებში კარუსელები და მხოლოდ ტექსტური პოსტებიც კი დანერგა, ვიდეოები კვლავ TikTok-ის ალგორითმის მთავარი საყრდენია. შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ ყველაზე მეტი ნახვა ამ პლატფორმაზე სწორედ ვიდეოს აქვს, შემდეგ მოდის კარუსელი და ბოლოს ტექსტი. ბოლოდროინდელი სტატისტიკის თანახმად, ნახვების რაოდენობამ ტექსტურ პოსტებთან შედარებით 18% და კარუსელებთან შედარებით 7%-თ მეტი შეადგინა.
საუკეთესო კონტენტის ფორმატი Instagram-ზე
ხშირად ფიქრობენ, რომ ვიდეო Instagram-ზეც მთავარი ფორმატია, თუმცა, ზემოხსენებულისგან განსხვავებით, აქ კარუსელებსაც მაღალი რეიტინგი აქვთ. ინსტაგრამზე მართლაც ლიდერობს რილსები, კარუსელებთან შედარებით 39%-თ მეტი აუდიტორია ჰყავს, თუმცა კარუსელებმაც მაღალი შედეგები აჩვენა, ერთსურათიან პოსტთან შედარებით 60%-თ მეტი მაყურებელი ჰყავს. მეტსაც გეტყვით, ვიდეო და კარუსელის ფორმატი ინსტაგრამზე თითქმის ერთ დონეზეა და კიდევ უფრო მეტი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, კარუსელებს ჩართულობა, როგორიცაა მოწონება და კომენტარები უფრო მეტი აქვს, ვიდრე რილსებს.
საუკეთესო კონტენტის ფორმატი Facebook-ზე
ძველ და ერთგულ თითქმის Facebook-ზე ყველაფერი Instagram-ის მსგავსია. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოებმა ეს პლატფორმაც მოიცვა, ჩართულობა ფოტოპოსტებზე უფრო მაღალია.
მონაცემები ასე გამოიყურება:
· Facebook-ზე ჩართულობის მხრივ სურათებმა პირველი ადგილი დაიკავა
· ტექსტური პოსტები მეორე ადგილზე გავიდა
· ვიდეოები მესამე ადგილზე
· პოსტები, რომლებსაც სხვა ბმულზე გადავყავართ, მეოთხე ადგილზეა
მართალია Facebook-ზე ფოტოები ისევ დომინირებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძველებურად 300 ფოტო აღარ უნდა დადოთ ალბომში.
რაც შეეხება რილსების მესამე ადგილზე ყოფნას ამ ეტაპზე, არსებობს მოსაზრებები, რომ ეს Facebook-ის ინტერფეისითაა გამოწვეული, რადგან მისი რილსების გვერდი კომენტარების თვალსაზრისით არ არის მოსახერხებელი, რომ ის უფრო შეეფერება პასიურ ყურებას.
საუკეთესო კონტენტის ფორმატი LinkedIn-ზე
LinkedIn მუდმივად ცნობილი იყო, როგორც ტექსტური კონტენტის პლატფორმა, თუმცა ვიდეობუმმა მასზეც იმოქმედა. ახლა მას აქვს სპეციალური არხი, რომელიც ვიდეოკონტენტის გაზიარებას უფრო აადვილებს.
როდესაც ვიდეოები ამ პლატფორმაზე ახალი გამოჩენილი იყო, ვინც მოასწრო და დაიწყო მათი აქტიურად გამოყენება, დღეს უკვე საკმაოდ წარმატებულია. LinkedIn-მა დახვეწა თავისი ალგორითმი და დღეს მისი ვიდეოარხი საკმაოდ დალაგებულია.
ამის მიუხედავად, ვიდეოები ლინკდინზე ჯერჯერობით მაინც მეორეხარისხნოვან კონტენტად მიიჩნევა, თუმცა, თუ ამ კვლევას მომდევნო წელსაც ჩაატარებენ, შეიძლება სხვა მონაცემი დაგვხვდეს.
ასეთია მიმდინარე პოპულარული პლატფორმების მოკლე შეჯამება. საბოლოოდ, საუკეთესო კონტენტის ფორმატი არის ის, რომლის შექმნაც თანმიმდევრულად შეგიძლიათ და რომელიც თქვენს უნიკალურ სამიზნე აუდიტორიას შეესაბამება.
წყარო: marketer.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow