რუსეთმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია – რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა
რუსებმა უკრაინაზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელეს. „მთელი უკრაინა სარაკეტო თავდასხმის საფრთხის ქვეშაა! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამ“ არხზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია შავი ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვებისა და რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქიდან „ტუ-95“ ტიპის რამდენიმე თვითმფრინავის აფრენის შესახებ, რომლებიც Х-101 ფრთოსანი რაკეტების მატარებლები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, […]


რუსებმა უკრაინაზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელეს.
„მთელი უკრაინა სარაკეტო თავდასხმის საფრთხის ქვეშაა! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამ“ არხზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია შავი ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვებისა და რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქიდან „ტუ-95“ ტიპის რამდენიმე თვითმფრინავის აფრენის შესახებ, რომლებიც Х-101 ფრთოსანი რაკეტების მატარებლები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები უკვე დაფიქსირდა ხარკოვსა და კიევში.
„მტერმა ხარკოვზე ღამით 12 დარტყმა განახორციელა“, – წერს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმა კიევის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად დაფიქსირდა.
„ხარკოვზე საჰაერო თავდასხმის კიდევ ერთი შედეგი სამოქალაქო საწარმოში ხანძარია“, – წერს ტერეხოვი. მისი განცხადებით, დარტყმების სხვა შედეგების და დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება.
ამასთან, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, კიევის დარნიცკის რაიონში, თავდასხმის შედეგად, არასაცხოვრებელი შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, კიევის მაცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
საჰაერო განგაში რამდენიმე უკრაინის რეგიონში გამოცხადდა, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, პოლტავას, სუმის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, ჩერკასისა და ვინიცის ოლქებში.
What's Your Reaction?






