“ქართული ოცნების” განცხადება 17 ქვეყნის ერთობლივ წერილზე - გამოხმაურებები

,, უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე“ -ასე აფასებენ ,,ქართულ ოცნებაში“  17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ , რომ  ევროპელი პოლიტიკოსები  ამგვარი განცხადებით ცდილობენ  ქართველი ხალხის შეცდომაში  შეყვანასა და სახელმწიფოს სუვერენიტეტზე ზეწოლას.  ენმ-ში კი მიაჩნიათ რომ  ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება არის წარმოუდგენლად შემზარავია,  ანა წითლიძე აცხადებს,  რომ  17 ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადება არის ძალიან მკაცრი გზავნილი   ხელისუფლებისთვის.   ცნობისთვის, 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა. მათი შეფასებით, წერილი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში გაბატონებულია „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა. ამასთანავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის.

ივლ. 14, 2025 - 14:57
 0
“ქართული ოცნების” განცხადება 17 ქვეყნის ერთობლივ წერილზე -  გამოხმაურებები

,, უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე“ -ასე აფასებენ ,,ქართულ ოცნებაში“  17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ , რომ  ევროპელი პოლიტიკოსები  ამგვარი განცხადებით ცდილობენ  ქართველი ხალხის შეცდომაში  შეყვანასა და სახელმწიფოს სუვერენიტეტზე ზეწოლას.  ენმ-ში კი მიაჩნიათ რომ  ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება არის წარმოუდგენლად შემზარავია,  ანა წითლიძე აცხადებს,  რომ  17 ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადება არის ძალიან მკაცრი გზავნილი   ხელისუფლებისთვის.  

ცნობისთვის, 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა. მათი შეფასებით, წერილი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში გაბატონებულია „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა. ამასთანავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow