,, აი მაგ წერტილში ვართ ახლაც სამწუხაროდ “დათიკოს პოზიციაში” – გიორგი ფოფხაძე
საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: ,,ხვალ თუ ჩვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გადავრჩით, ეგ იქნება დიდი ამბავი და თუ არა და ეგეც ჩვენი ბრალი იქნება ძვირფასო ძირძველო ერო.. ერთი ამბავი მახსენდება ბავშვობაში გაგონილი, ბებია და მისი დაქალი ვარინკა ლაპარკობდნენ.. ისინიც ახალგაზრდობას და ბოლშევიკ-მენშევიკებს იხსენებდნენ და ვარინკა ეუბნებოდა კატოს.. გოგო ბუდუ მდივანი და სერგო (ალბათ ორჯონიკიძე) მოვიდნენ მამაჩემთანო […]


საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
,,ხვალ თუ ჩვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გადავრჩით, ეგ იქნება დიდი ამბავი და თუ არა და ეგეც ჩვენი ბრალი იქნება ძვირფასო ძირძველო ერო..
ერთი ამბავი მახსენდება ბავშვობაში გაგონილი, ბებია და მისი დაქალი ვარინკა ლაპარკობდნენ.. ისინიც ახალგაზრდობას და ბოლშევიკ-მენშევიკებს იხსენებდნენ და ვარინკა ეუბნებოდა კატოს.. გოგო ბუდუ მდივანი და სერგო (ალბათ ორჯონიკიძე) მოვიდნენ მამაჩემთანო და დათოკო, რას გადაყოლიხარ ამ მენშევიკებსო, წამო ჩვენთან და ისევ ისე ივლი მარსელში შენი კრამიტის ჩამოსატანადო, დაუჯერა დათიკომ მარაა, რათ გინდა ერთ წელიწადში ქვეყნიდან გასვლა აკრძალეს და კი დარჩა დათიკოს მარსელიც და თავის საქმეც ოხრადო..
ხო და აი მაგ წერტილში ვართ ახლაც სამწუხაროდ “დათიკოს პოზიციაში”
What's Your Reaction?






