მაია ორჯონიკიძე: …და მერე როგორ გამოიყენებს ამ მომენტუმს ქართველი ხალხი, მთავარი ეს იქნება

“რეჟიმი ისეთ ფაზაშია შესული, რომ რევოლუციის გარდა სიტუაციას აღარაფერი შეცვლის, მაგრამ ისიც ნათელია რომ ᲓᲦᲔᲡ საზოგადოება არაა მზად რევოლუციისთვის-რუსეთის შიშის ფაქტორი ცნობიერის დონეზე თუ არა, ქვეცნობიერის დონეზე მაინც მუშაობს. 2016 და 2018 წლები იყო დრო, როცა არჩევნების შემდეგ დიდი და უწყვეტი გამოსვლებით ჯერ კიდევ შეიძლებოდა რუსული რეჟიმის იძულება წასულიყო, რადგან მაშინ ბიძინა ძალოვან სტრუქტურებს ისე […]

აპრ. 30, 2025 - 14:27
 0
მაია ორჯონიკიძე: …და მერე როგორ გამოიყენებს ამ მომენტუმს ქართველი ხალხი, მთავარი ეს იქნება
“რეჟიმი ისეთ ფაზაშია შესული, რომ რევოლუციის გარდა სიტუაციას აღარაფერი შეცვლის, მაგრამ ისიც ნათელია რომ ᲓᲦᲔᲡ საზოგადოება არაა მზად რევოლუციისთვის-ს შიშის ფაქტორი ცნობიერის დონეზე თუ არა, ქვეცნობიერის დონეზე მაინც მუშაობს. 2016 და 2018 წლები იყო დრო, როცა ს შემდეგ დიდი და უწყვეტი გამოსვლებით ჯერ კიდევ შეიძლებოდა რუსული რეჟიმის იძულება წასულიყო, რადგან მაშინ ბიძინა ძალოვან სტრუქტურებს ისე ვერ აკონტროლებდა, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩააბეტონა.
და ეს არ იყო მხოლოდ უნიჭო მავნებელი “პოლიტიკოსების”-კოლექტიური ბოკერია-მელიას ბრალი, თავად საზოგადოებაც, ხალხიც ვერ აცნობიერებდა, რომ ნელ ცეცხლზე ხარშავდა მათ რუსი ოლიგარქი. სანამ ტიპმა 2023 წლის მარტში რუსული კანონის მიღება არ დააანონსა-იქამდე ღრმად ეძინა ხალხსაც, ენჯეოებსაც, ოპო-ტელევიზიებსაც და პოლიტიკურ პარტიებსაც. ერთადერთი, ვინც მაშინ განგაშის ზარებს რეკდა, მიშა სააკაშვილი იყო და იმასაც არათუ სხვები, საკუთარი პარტიის ლიდერებიც კი არ ეთანხმებოდნენ-გაიხსენეთ გრიგოლ ვაშაძის და ს კომენტარები მიშას დან ჩართვაზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.
ჰოდა ყველას ერთად ძალიან გვიან მოუწიათ გაღვიძებამ, მაშინ-როდესაც დაავადებას უკვე ფესვები გადგმული ჰქონდა, თერაპიული სტადია გავლილი და მხოლოდ ქირურგიული ჩარევითღა იყო შესაძლებელი ამ ჭირის მოცილება. მიუხედავად ამისა, 2024 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც კი ვერ მიხვდა ხალხი ამას-ანუ როგორც იქნა, დარწმნუნდა რომ რეჟიმი რუსულია, მაგრამ იმას მაინც ვერ მიხვდა რომ რუსული რეჟიმი ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებული პროტესტის ფორმებით არასოდეს წავა. თუმცა არის ნიშნები, რომ ნელ-ნელა ამასაც ხვდება, მაგრამ ეს “ნელ-ნელა” არის ძვირფასი დროის დაკარგვა მაშინ, როდესაც რუსული რეჟიმი ერთ დღესაც არ კარგავს, ისეთი სისწრაფით ამკაცრებს და ამკაცრებს რეპრესიებს.
ბიძინამ ჩვენგან განსხვავებით დროის ფასი იცის და სამწუხაროდ ქართული მასობრივი ფსიქიკის თავისებურებანიც. და რაც არ იცის-იმას რუსული ფსბ კარნახობს ძალიან ეფექტურად. ფაქტია, დღეს საზოგადოება მეტისთვის მზად არაა და სიტუაცია მხოლოდ ში ომის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს, რასაც დიდი ალბათობით პუტინიზმის თუ არა, პუტინის დამხობა მაინც მოყვება ისევ “სასახლის გადატრიალების” შედეგად და არა ქვემოდან, მასებიდან. აი მერე გაიხსნება ფანჯარა, რომლის გამოყენებაც შეეძლება ქართველ ხალხს, იქამდე კი არა მგონია რაიმე შეიცვალოს, ავტორიტარიზმის ბოლო ფაზაში მყოფ საქართველოში, რომლის იქითაც პირდაპირ რუსულ-ბელორუსული, სრულიად ჩამოყალიბებული დიქტატურაა. ასე რომ საქართველოს თავისუფლება უკრაინის ფრონტის სანგრებში იჭედება და მერე როგორ გამოიყენებს ამ მომენტუმს ქართველი ხალხი, მთავარი ეს იქნება,” –  წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow