მაინც დიდი მოგებაა - რა თანხას გადასცემენ გიგა ჭიკაძეს ონამასთან ბრძოლისთვის

გიგა ჭიკაძეს მაინც სოლიდური თანხა შეხვდა

აპრ. 27, 2025 - 20:27
 0
მაინც დიდი მოგებაა - რა თანხას გადასცემენ გიგა ჭიკაძეს ონამასთან ბრძოლისთვის
დღეს გამთენიისას UFC-ში გიგა ჭიკაძის დაპირისპირება გაიმართა დავიდ ონამასთან და სამწუხაროდ, ქართველი მებრძოლი 3-რაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა.

ქვემსუბუქი წონის წარმომადგენელმა, გიგა ჭიკაძემ ბრძოლა არც ისე ცუდად დაიწყო და პირველი რაუნდი უპირატესობით დაასრულა, თუმცა დარჩენილ 2 რაუნდში ონამამ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილების თანხლებით გაიმარჯვა.

მიუხედავად წაგებისა, გიგა ჭიკაძეს ორგანიზაციისგან 700 000$ ერგო, თუმცა 20% მეტოქეს გადაეცემა, რადგან ჭიკაძემ აწონვები პირველ ცდაზე ჩააგდო.

ამდენად, გიგას საბოლოოდ 560 000 დოლარი ერგება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow