მამარდაშვილი ავტომატურად ლივერპულის პირველი მეკარე ხდება

ბრიტანული გრანდი ლივერპული ზაფხულში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგეს. კლუბის პირველმა მეკარემ...

აპრ. 20, 2025 - 13:57
 0
მამარდაშვილი ავტომატურად ლივერპულის პირველი მეკარე ხდება
ბრიტანული გრანდი ლივერპული ზაფხულში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგეს. კლუბის პირველმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა, შესაძლოა გუნდი დატოვოს - ამის შესახებ Fotomac წერს.

გამოცდილი კიპერის დამატების მზაობას გალათასარაი გამოთქვამდა, მაგრამ მისი მსუყე მადის გამო ამ ხელფასის გადახდაზე უარი განაცხადეს, თუმცა ბეკერს შესაძლოა, ეს სურვილი მაინც დაუკმაყოფილდეს.

ზემოთ აღნიშნული წყარო გვამცნობს იმასაც, რომ ალისონს საუდის არაბეთის ერთ-ერთმა კლუბმა 30 მილიონი ევროს ხელფასი შესთავაზა და შესაძლოა, ამ ზაფხულს ენფილდიდან აიბარგოს.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ლივერპულს ვალენსიადან საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი უნდა შეუერთდეს და ალისონის წასვლა მას ავტომატურად პირველ ნომრად აქცევს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow