„მანქანების 46% ტექინსპექტირებას არ გადის“ – დავით მესხიშვილი
„მანქანების 46% ტექინსპექტირებას არ გადის“ – დავით მესხიშვილი „ავტოპარკის თითქმის ნახევარი ტექინსპექტირებაზე არ მიდის, ამას სულ 54% აკეთებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და გზებზე კანონის აღსრულების პრობლემას უკავშირდება“, – ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ საუბრისას, ეს განცხადება „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა გააკეთა. მესხიშვილის თქმით, დასანერგია თანამედროვე პროგრამა, რაც […]


„მანქანების 46% ტექინსპექტირებას არ გადის“ – დავით მესხიშვილი
„ავტოპარკის თითქმის ნახევარი ტექინსპექტირებაზე არ მიდის, ამას სულ 54% აკეთებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და გზებზე კანონის აღსრულების პრობლემას უკავშირდება“, – ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ საუბრისას, ეს განცხადება „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა გააკეთა.
მესხიშვილის თქმით, დასანერგია თანამედროვე პროგრამა, რაც ტექინსპექტირებაზე არგასული ავტომობილების ბაზის კონტროლს უკავშირდება.
„დასანერგია თანამედროვე პროგრამა. არსებობს საინფორმაციო ბაზა, რომელშიც ავტომობილებია რეგისტრირებული, შესაბამისად, დადგენადია, თუ რომელი ავტომობილები არ გადიან ინსპექტირებას – მათ გაფრთხილება, შეხსენება და ადმინისტრაციული ღონისძიება უნდა ეგზავნებოდეთ. ამის ნაცვლად, დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, როცა ეს პროცესი მთლიანად ჭკვიან კამერებზეა დამოკიდებული და ფაქტია, ასეთ კამერებსაც გარკვეული ხარვეზები აქვთ.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ინსპექტირების რეფორმამ სრულყოფილი სახე მიიღოს, ევროდირექტივა ამ ნაწილშიც უნდა დაინერგოს და მოწესრიგდეს როგორც ჭკვიანი კამერები, ასევე შეიქმნას ერთიანი თანამედროვე და მოქნილი პროგრამა. სხვა შემთხვევაში, გვაქვს მოცემულობა, რომ მანქანების 46% ტექინსპექტირებას არ გადის, რაც ძალიან მაღალი რიცხვია“, – აღნიშნა მესხიშვილმა.
What's Your Reaction?






