მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს - სააღდგომო ლიტურღიას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი აღავლენს

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო ლიტურღიას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი აღავლენს. მორწმუნეები ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს ისმენენ. ღამისთევის მსახურება საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში სრულდება. მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება. ღამისთევის მსახურება ყოვლადწმინდა სამების ტრადიციულად, მსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც წელს 3 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

აპრ. 20, 2025 - 00:26
 0
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს - სააღდგომო ლიტურღიას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი აღავლენს

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

სააღდგომო ლიტურღიას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი აღავლენს. მორწმუნეები ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს ისმენენ.

ღამისთევის მსახურება საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში სრულდება.

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ.

ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

ღამისთევის მსახურება ყოვლადწმინდა სამების ტრადიციულად, მსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც წელს 3 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow