“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

სააგენტო "პარალელი" “მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით, შესაბამისი განმარტებებით და პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე: “რა მოხდა მერე უვიზო თუ დავკარგეთო, ამბობს ბობოლა ქოცი. მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია, მაგრამ შენ, ჯერ კიდევ “მოაზროვნე ქოცო”, დაფიქრდი რა შეიძლება დაკარგო: სამკურნალოდ სწრაფად, უვიზოდ წასვლის შესაძლებლობა, როცა […] “მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე პარალელი

აპრ. 20, 2025 - 00:27
 0
“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

სააგენტო "პარალელი"
“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით, შესაბამისი განმარტებებით და პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე:

რა მოხდა მერე უვიზო თუ დავკარგეთო, ამბობს ბობოლა ქოცი. მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია, მაგრამ შენ, ჯერ კიდევ “მოაზროვნე ქოცო”, დაფიქრდი რა შეიძლება დაკარგო:

სამკურნალოდ სწრაფად, უვიზოდ წასვლის შესაძლებლობა, როცა ყოველი დღე გადამწყვეტია.

მოკლევადიანი დასაქმება, სეზონური სამუშაო, რომ ოჯახი შეინახო. უვიზო გაძლევს საშუალებას 6 თვე წელიწადში ლეგალურად იმუშავო ევროპაში.

ტრენინგები, სტაჟირებები, სწავლა საზღვარგარეთ, როცა ვიზის ლოდინი და ბიუროკრატია წინ არ გეღობება.

ოჯახის გადახვეწილი, დიდი ხნის უნახავი წევრის მონახულება, მარტივად და როცა მოგიხერხდება.

იაფი ბილეთი ნახე ან სასტუმრო სასურველ ფასად? უვიზოდ დაკრავ ფეხს და მიდიხარ.
გარდა ამისა, ინვესტორები უფრო თამამად თანამშრომლობენ ქვეყნებთან, სადაც მისვლა-მოსვლა თავისუფალი და მარტივია.

არაფერს ვამბობ კულტურულ, გაცვლით, და ახალგაზრდულ პროგრამებზე, რაც ქოცმა უკვე უვიზოდაც გააუქმა“, – წერა სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow