“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა ლაგაზიძე

სააგენტო "პარალელი" “როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა ლაგაზიძე ანალიტიკოსი ათუნა ლაგაზიძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით: “როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება, პირდაპირი მნიშვენლობით – ანათებდა! მერე როცა ჩვენი თაობებისთვის საკულტო სპექტაკლი დადგა – „ცხოვრება იდიოტისა“, მანათობელი ბიჭიდან, დიდ რეჟისორად იქცა. მერე როცა „ახალი თეატრი“ შექმნა თავისუფალი საქართველოს თაობების ესთეტიკით და თაობები აღზარდა […] “როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა ლაგაზიძე პარალელი

აპრ. 20, 2025 - 00:27
 0
“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა ლაგაზიძე

სააგენტო "პარალელი"
“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა ლაგაზიძე

ანალიტიკოსი ათუნა ლაგაზიძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება, პირდაპირი მნიშვენლობით – ანათებდა! მერე როცა ჩვენი თაობებისთვის საკულტო სპექტაკლი დადგა – „ცხოვრება იდიოტისა“, მანათობელი ბიჭიდან, დიდ რეჟისორად იქცა. მერე როცა „ახალი თეატრი“ შექმნა თავისუფალი საქართველოს თაობების ესთეტიკით და თაობები აღზარდა ღირსეულ, პატრიოტ, თავისუფალ ადამიანებად, მაშინ როცა უკვე თავისუფლება და პატრიოტიზმი სახელმწიფოს პრიროტეტი აღარ იყო.

დოი სამაგალითოდ მხოლოდ სოლიდარობისთვის კი არა ისჯება, არამედ იმიტომ რომ ის თავისი შემოქმედებით ქმნის ნამდვილ, ჭეშმარიტ, თავისუფალ, ტრადიციებზე დაფუძნებულ ცივილურ, ევროპულ საქართველოს და ზრდის ამ საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს და დამცველებს. დოი და მისი თეატრი ზრდიდა თაობის თავისუფალ სულს.

არ შეიძლება, რასაც დოი აკეთებს იმის დაყვანა მხოლოდ სოლიდარობამდე, ის გაცილებით დიდია და სიღრმისეული – ის ზრდის ისეთ ქართველებს, ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც „ოცნების“ საქართველოში აკრძალულია და საფრთხეა.

ზოგადად, ნოემბრიდან მოყოლებული ქართულმა თეატრმა, კინომ, მუსიკოსებმა, რეჟისორებმა, მსახიობებმა აჩვენა სად არის ახალი თაობების მოტივაციის, ინსპირაციის, ღირებულებების – თავისუფლების, პატრიოტიზმის, სოლიდარობის წყარო. ამიტომ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს წყარო არ უნდა გადავაკეტინოთ: თუ კულტურას, აზროვნებას, სულს დავთმობთ, შემზარავია, ის რაც დარჩება ჩვენგან.

თემურ ჩხეიძის სახელოსნოს გაუქმებაზე ცალკე დავწერ, იმხელა წვლილი აქვს მის ოჯახს საქართველოს და პირადად ჩემს ცხოვრებაში“, – წერს ხათუნა ლადაზიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა ლაგაზიძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow