მარნეულის ცენტრში სროლა მოხდა - რა დეტალებია ცნობილი
მარნეულში, პოლიციის შენობასთან ორმხრივი სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა სროლის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. სოციალურ ქსელში წერენ მეორე დაჭრილის შესახებაც, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს.როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს."სულ ცოტა ხნის წინ სროლა იყო მარნეულის ცენტრში. ზუსტად პოლიციის წინ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პირი. ინფორმაცია განახლებადია..." - წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი.

სოციალურ ქსელში წერენ მეორე დაჭრილის შესახებაც, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს.
როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
"სულ ცოტა ხნის წინ სროლა იყო მარნეულის ცენტრში. ზუსტად პოლიციის წინ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პირი. ინფორმაცია განახლებადია..." - წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი.
What's Your Reaction?






