“მგონი, უნდათ ჩემთვის ბომბის ამომდებთან მომახვედრონ კამერაში” – გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. პოლიტიკოსი წულუკიანის  ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ჯერ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი სასამართლოში გამოიძახეს.   კითხვა იყო, რატომ არ მივედი. განვუცხადე, რომ მაქვს უფლება სრული უნდობლობით ვიყო განწყობილი, როგორც ამ კომისიის მიმართ, რომელიც რუსების შეკვეთით არის შექმნილი. რუსი ადამიანის ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილი კომისია […] The post “მგონი, უნდათ ჩემთვის ბომბის ამომდებთან მომახვედრონ კამერაში” – გივი თარგამაძე appeared first on .

აპრ. 11, 2025 - 17:57
 0
“მგონი, უნდათ ჩემთვის ბომბის ამომდებთან მომახვედრონ კამერაში” – გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. პოლიტიკოსი წულუკიანის  ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ჯერ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი სასამართლოში გამოიძახეს.

 

კითხვა იყო, რატომ არ მივედი. განვუცხადე, რომ მაქვს უფლება სრული უნდობლობით ვიყო განწყობილი, როგორც ამ კომისიის მიმართ, რომელიც რუსების შეკვეთით არის შექმნილი. რუსი ადამიანის ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილი კომისია არის. ასევე ვარ განწყობილი სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც დემონსტრაციულად არ გამოიძია ჩემი აფეთქების საქმე, დაფარა ფაქტები. ჩემი ბომბის ამომდები უზით ციხეში და რა ვიცი მე მგონი ცდილობენ, რომ იგივე კამერაში მომახვედრონ, რომ საბოლოო ჯამში გავარკვიო, როგორ იყო და რა იყო ჩემი აფეთქების ამბავი”, – ამბობს გივი თარგამაძე.

ცნობისთვის, “ოცნებას” თარგამაძისგან აინტერესებდა, რა ვითარება იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისას კუთხით 2003 დან 2012 წლის ჩათვლით და ამ საკითხზეე დაიბარა ის წულუკიანის ე.წ კომისიამ.

The post “მგონი, უნდათ ჩემთვის ბომბის ამომდებთან მომახვედრონ კამერაში” – გივი თარგამაძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow