მეგობარს გვერდში ამოუდგა - რა თქვა პარიზის პრეზიდენტმა ფინალის შემდეგ ლუის ენრიკეზე

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მედია ახლა მთლიანად გადართულია ლუის ენრიკეს ამსახველ ფოტო თუ ვიდეომასალაზე, სადაც ის ჟოაო პედროს ხელს ჰკრავს და მინდორზე აგდებს

ივლ. 14, 2025 - 15:57
 0
მეგობარს გვერდში ამოუდგა - რა თქვა პარიზის პრეზიდენტმა ფინალის შემდეგ ლუის ენრიკეზე
გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მედია ახლა მთლიანად გადართულია ლუის ენრიკეს ამსახველ ფოტო თუ ვიდეომასალაზე, სადაც ის ჟოაო პედროს ხელს ჰკრავს და მინდორზე აგდებს.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება პსჟ-ის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, რომლის თქმითაც ენრიკე ჯენტლმენი ადამიანია და მსგავს საქციელს განზრახ არასდროს ჩაიდენს:

იცით თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. ლუის ენრიკე მსოფლიოში ყველაზე ჯენტლმენი მწვრთნელი და ადამიანია, რის გამოც მსგავსად არასდროს იმოქმედებდა. ლუისს შეუძლია, რომ ემოციები აკონტროლოს, თუმცა მასზე შეტევას აქტიურად აგრძელებდნენ. ის არის ადამიანი, რომელიც დისციპლინისადმი პატივისცემით გამოირჩევა.

- თქვა ხელაიფიმ.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა დისკვალიფიკაციას ლუის ენრიკე, თუმცა ესპანელი მწვრთნელი მართლაც სერიოზული რისკის ქვეშ დგას.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow