"სულელი ვარ, პედრომ ხელი მკრა და.." - ლუის ენრიკემ თავისი საქციელი საჯაროდ განმარტა

დღეს დილიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ლუის ენრიკეს გუშინდელ საქციელს განიხილავს, სადაც პარიზის მწვრთნელმა ხალხმრავლობაში ჟოაო პედროს ხელი უბიძგა და მინდორზე დააგდო

ივლ. 14, 2025 - 15:57
 0
"სულელი ვარ, პედრომ ხელი მკრა და.." - ლუის ენრიკემ თავისი საქციელი საჯაროდ განმარტა
დღეს დილიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ლუის ენრიკეს გუშინდელ საქციელს განიხილავს, სადაც პარიზის მწვრთნელმა ხალხმრავლობაში ჟოაო პედროს ხელი უბიძგა და მინდორზე დააგდო.

ცხადია, ეს ეპიზოდი მედიის ყურადღების გარეშე ვერ ჩაივლიდა, რომელთანაც ენრიკემ თავისი საქციელი ასე განმარტა:

დავინახე, რომ ჩელსის მწვრთნელი ფეხბურთელებს შორის იდგა და მათ დაშოშმინებას ცდილობდა. სწორედ ამიტომ გავემართე მეც მათკენ და ანალოგიურის გაკეთება ვცადე. საბოლოოდ რაც მივიღეთ, ამის არიდება ყველამ უნდა ვცადოთ. ჩემი მიზანი მხოლოდ დაძაბულობის განმუხტვა იყო და სხვა განზარხვა არ მქონია.

სულელი ვარ, რადგან როდესაც პედრომ ხელი მკრა, მეც უბრალოდ უკან შევეხე, შემდეგ ის მინდორზე დაეცა.

- თქვა ენრიკემ.

თავის მხრივ, დაზარალებულმა ჟოაო პედრომ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ პარიზელებმა უბრალოდ წაგებასთან შეგუება უნდა ისწავლონ..

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow