"ჭორებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემთვის მთავარი ესაა" - მიქაუტაძე საკუთარ მომავალზე
„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ღიად ისაუბრა...

„მინდა, ‘ლიონში’ ჩემი კვალი დავტოვო. უკვე გავიტანე რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი და ვიცი, კიდევ ბევრს შევაგდებ. სატრანსფერო სპეკულაციებზე ყურადღებას არ ვამახვილებ—მთავარია, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო და უმაღლეს ევროთასებზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.“ - განაცხადა მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ფორვარდმა ლიონის მაისურით უკვე 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
What's Your Reaction?






