რუსეთმა მოსკოვის ოლქიდან აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი გააძევა
მოსკოვის ოლქში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი ელშან იბრაჰიმოვი რუსეთის ტერიტორიიდან ოთხშაბათს გააძევეს — ამის შესახებ აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიასააგენტო APA იუწყება. იბრაჰიმოვს რუსეთის მოქალაქეობა ივნისში ჩამოერთვა. რუსულ მედიასაშუალება RBC-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ იბრაჰიმოვის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბრალდების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მან "ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას", თუმცა კონკრეტული დეტალები არ ...

What's Your Reaction?






