“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” – პაატა მანჯგალაძე
სააგენტო "პარალელი" “სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” – პაატა მანჯგალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას ეხმიანება: „ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამ აჩვენა, რომ ერთიანობას, საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს. რეჟიმისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილად ერთიანები ვიყოთ და მთელ ენერგიას დაპირისპირებაზე არ ვხარჯავდეთ. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად. ამაზე […] “სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” – პაატა მანჯგალაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას ეხმიანება:
„ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამ აჩვენა, რომ ერთიანობას, საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს.
რეჟიმისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილად ერთიანები ვიყოთ და მთელ ენერგიას დაპირისპირებაზე არ ვხარჯავდეთ. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად.
ამაზე უნდა ვიმუშაოთ ახლა – ყველა უნდა იყოს ჩართული საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჰქონდეს საკუთარი ადგილი და წილი. ეს არ გულისხმობს რომელიმე პარტიის დათმობას, პირიქით – თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელოვანი წონა და პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, რაც შემდგომში მინიმუმამდე დაიყვანს დაქსაქსულობასა და შიდა დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






