ივნისში პიკს მიაღწია უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა რიცხვმა – გაეროს მისია

2025 წლის ივნისში უკრაინაში ომის შედეგად დაიღუპა 232 და დაიჭრა 1343 სამოქალაქო პირი. ეს მონაცემები 10 ივლისს გამოაქვეყნა უკრაინაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის გაეროს მისიამ. ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ 2025 წლის ივნისში იყო. ანგარიშში ასახულია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. მონიტორინგის მისიის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ […]

ივლ. 11, 2025 - 08:57
 0
ივნისში პიკს მიაღწია უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა რიცხვმა – გაეროს მისია

2025 წლის ივნისში ში ომის შედეგად დაიღუპა 232 და დაიჭრა 1343 სამოქალაქო პირი. ეს მონაცემები 10 ივლისს გამოაქვეყნა უკრაინაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის გაეროს მისიამ.
ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ 2025 წლის ივნისში იყო.
ანგარიშში ასახულია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები.
მონიტორინგის მისიის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა ათჯერ მეტი რაკეტა და საბრძოლო მასალა, ვიდრე 2024 წლის ივნისში.
სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი იყო უკრაინის 16 ოლქსა და დედაქალაქ კიევში. მსხვერპლის 98% დაფიქსირებულია უკრაინის მთავრობის მიერ კონტოლირებულ რაიონებში.
გაეროს მისიის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში(იანვარი-ივნისი) უკრაინაში დაიღუპა 1098 და დაიჭრა 5656 სამოქალაქო პირი.
უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2024 წლის 24 თებერვლიდან დაღუპულია 13 580 სამოქალაქო პირი, მათ შორის 716 ბავშვი და დაჭრილია 34 115.
გაეროს მინიტორინგის მისიას და ადამიანის უფლებებების კომისრის ოფისს თავის ანგარიშებში შეაქვთ მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. რეალურად მსხვერპლი მეტია.
რუსეთის ჯარები 2025 წლის ივლისშიც რაკეტებით და დრონებით ინტენსიურად უტევენ უკრაინის რეგიონებს და დედაქალაქ კიევს.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow