"მესამე ბრძოლა მინდა, შემიძლია მერაბს მოვუგო" - ომალი ცოცხალი თავით არ ნებდება

მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი უკვე ორჯერ დაამარცხა, თანაც ორივეჯერ დიდი უპირატესობით, შუგა მაინც თვლის, რომ ქართველ მებრძოლთან გამარჯვების მოპოვება შეუძლია

ივნ. 17, 2025 - 14:57
 0
"მესამე ბრძოლა მინდა, შემიძლია მერაბს მოვუგო" - ომალი ცოცხალი თავით არ ნებდება
მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი უკვე ორჯერ დაამარცხა, თანაც ორივეჯერ დიდი უპირატესობით, შუგა მაინც თვლის, რომ ქართველ მებრძოლთან გამარჯვების მოპოვება შეუძლია.

ზუსტად ვიცი, რომ მერაბთან მოგება შემიძლია. საამისოდ ჯერ რამდენიმე ბრძოლა უნდა მოვიგო, შემდეგ კი მასთან მესამე დაპირისპირება მოვითხოვო. კითხვის ნიშნები არ უნდა გაუჩნდეს ვინმეს თუ რატომ ვითხოვ მესამეჯერ შეხვედრას.

- თქვა ომალიმ.

შეგახსენებთ, რომ მერაბმა ომალის ჯერ საჩემპიონო ქამარი წაართვა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ დაიცვა და შეინარჩუნა. როგორც ჩანს, ორჯერ განადგურების შემდეგ, შონს ჯერ კიდევ სჯერა, რომ საქმის გამოსწორება შეუძლია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow