"მე მოტეხილი ხელი რომ არ მქონოდა.." - უმარ ნურმაგომედოვი მერაბთან რემატჩს ითხოვს
"მე მოტეხილი ხელი რომ არ მქონოდა.." - უმარ ნურმაგომედოვი მერაბთან რემატჩს ითხოვს

ქართველი ფავორიტის აშკარა დომინაციის მიუხედავად, დაღესტნელი მებრძოლი თვლის, რომ ბრძოლის შედეგზე ხელი მისმა ტრავმამ და მსაჯების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მოახდინა.
"მე მასთან რემატჩი მსურს, რადგან მინდა დავამტკიცო, რომ მოტეხილი ხელი რომ არ მქონოდა, ბრძოლა სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა. თუ ერთმანეთს მეორეჯერ ვერ შევხვდით, სულ რომ კარიერა დაასრულოს, ერთ დღეს მაინც ჩემპიონი ვიქნები" – აღნიშნა ნურმაგომედოვმა.
მანამდე, მარცხის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში, დაღესტნელი მებრძოლი ამტკიცებდა, რომ პირველი სამი რაუნდის დაკარგვა მსაჯების მხრიდან არ იყო სამართლიანი და გამარჯვება მას სრულფასოვნად შეეძლო, რომ არა ხელზე მიღებული ტრავმა.
მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის დაპირისპირება UFC-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ბრძოლა იყო. დვალიშვილმა ბრძოლაში სიდიდით, ფიზიკური კონტროლითა და ტემპით აშკარა უპირატესობა მოიპოვა, რამაც მას ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება მოუტანა. მიუხედავად ამისა, ნურმაგომედოვი კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ ჯანმრთელობის პრობლემებისა და მსაჯების გადაწყვეტილებების გარეშე შედეგი განსხვავებული იქნებოდა.
ამ ეტაპზე UFC-ის მხრიდან ამ წყვილის რემატჩი ჯერ არ დაგეგმილა, თუმცა ნურმაგომედოვის მსგავსი განცხადებები მიუთითებს, რომ დაპირისპირებას შესაძლოა მომავალში გაგრძელება ჰქონდეს.
What's Your Reaction?






