მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, 20 000 ლარი გადაეცემა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა. "სტიქიური მოვლენის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა 20 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს. ფულადი დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა - შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მაი. 20, 2025 - 13:27
 0
მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, 20 000 ლარი გადაეცემა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა.

"სტიქიური მოვლენის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა 20 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს.

ფულადი დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა - შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow