მიკროსაფინანსოებს კრედიტების გასაცემი ლიმიტი გაეზარდათ და ამით კომერციული ბანკებიც იხეირებენ – მოსაზრება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი კრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა. კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა და როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში ითქვა, სიახლე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შემუშავდა. „კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, უზრუნველყოს […]

აპრ. 20, 2025 - 15:57
 0
მიკროსაფინანსოებს კრედიტების გასაცემი ლიმიტი გაეზარდათ და ამით კომერციული ბანკებიც იხეირებენ – მოსაზრება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი კრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა. კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა და როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში ითქვა, სიახლე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შემუშავდა.
„კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა იქნება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი მიეცემა შესაძლებლობა უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
საქართველოს პარლამენტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
კანონპროექტის ავტორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან საბანკო სფეროს სპეციალისტები და როგორც მიიჩნევენ, ამ გზით სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.
საბანკო სფეროს ექსპერტის მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად, ამიერიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შედარებით უფრო მსხვილი საქმიანობის დაფინანსება შეეძლებათ.
“მიკრიოსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ლიმიტის მომატება ნიშნავს იმას, რომ კრედიტების ხელმისაწვდომობა გაიზრდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შედარებით უფრო მსხვილი საქმიანობის დაფინანსება შეეძლებათ. ამასთან ერთად, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მათი სტაბილური განვითარებით. მათ უკვე შეუძლიათ რისკის მქონე საქმინობას ხელი შეუწყონ”, – განაცხადა თოქმაზიშვილმა.
განსხვავებული მოსაზრება აქვს საბანკო სფეროს ექსპერტმა მეორე ნაწილს. როგორც ფინანსისტმა ლია ელიავამ აღნიშნა, გადაწყვეტიელბა კომერციული ბანკებისთვის იქნა მიღებული, რასაც თავისი ახსნა აქვს.
“საქმე ისაა, რომ კომერციული ბანკებისთვის დაწესებული სესხის გაცემის შეზღუდვები აისახა მათ საკრედიტო საქმიანობაზე და შეუმცირდათ გაცემული სესხების მოცულობა. ვიცით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ძირითადად, სარგებლობენ კომერციული ბანკების სესხებით. შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ლიმიტის ზრდა, ფაქტობრივად, ნიშნავს კომერციული ბანკებისთვის მეტი თანხის დაბანდების შესაძლებლობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ეს ნაბიჯი მიმართულია არა მარტო მომხმარებლების სურვილების დაკმაყოფილებისაკენ, არამედ, ძირითადად, კომერციული ბანკებისთვის ფულის დაბანდების დამატებითი შესაძლებლობის მიცემისათვის.
ეროვნულ ბანკში ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვლა კომერციული ბანკებზე უფრო არის. გართულებული ეკონომიკური ვითარების გამო, კომერციულ ბანკებს უჭირთ სასესხო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა. ხალხი ცდილობს, არ აიღოს დამატებითი კრედიტი და არ გაყოს თავი სასესხო ვალდებულებათა ყულფში. შესაბამისად, კომერციულ ბანკებს რჩებათ თავისუფალი სახსრები. ვისაც შესაძლებლობა აქვს ის ბანკში ინახავს ფულს და შესაბამისად, თუ ფული დევს უძრავად, ეს ბანკისთვის არის წამგებიანი, რადგან მასზე იხდის გარკვეულ პროცენტს. იმისთვის, რომ იყოს მომგებიანი ფული უნდა დააბანდოს.
სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაფართოება პარალელურ რეჟიმში აფართოვებს კომერციული ბანკების შესაძლებლობას, რომ დააბანდონ თავისუფალი სახსრები. ეს ბუნებრივად გაზრდის მათ შემოსავალსაც”, – ამბობს ლია ელიავა.
წყარო: “რეზონანსი”

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow