"მისი გვჯერა" - ალონსოს მხარდაჭერა ანტონიო რუდიგერს

რუდიგერის თქმით, გუსტავო კაბრალისგან რასისტული შეურაცხყოფა მიიღო, რასაც ჩაბი ალონსოც გამოეხმაურა

ივნ. 23, 2025 - 14:27
 0
"მისი გვჯერა" - ალონსოს მხარდაჭერა ანტონიო რუდიგერს
გუშინ, 23:00 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის რეალმა მეორე შეხვედრა ჩაატარა და პაჩუკას 2-ბურთიანი სხვაობით მოუგო, - 3:1.

აღნიშნულ მატჩში უსიამოვნო შემთხვევა დაფიქსირდა ანტონიო რუდიგერსა და გუსტავო კაბრალს შორის. ამ უკანასკნელმა რუდიგერს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ყოველ შემთხვევაში, ეს ისაა, რასაც გერმანელი უკანახაზელი ამტკიცებს.

ანტონიო რუდიგერმა გვითხრა, რომ კაბრალისგან რასისტული შეურაცხყოფა მიიღო და ჩვენ მისი ბოლომდე გვჯერა. ახლა საქმეში ფიფას ჩართვისა და გამოძიების დროა.

- ამბობს ჩაბი ალონსო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელებს ჯგუფში ახლა 4 ქულა აქვთ და ბოლო მატჩს ზალცბურგის წინააღმდეგ გამართავენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow