"მისი რეირკანაციაა" - ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელია ინგლისელ ლეგენდას შეადარა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენსა და ასტონ ვილას შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ, ინგლისის ნაკრების ყოფილმა...

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა აღნიშნა, რომ ხვიჩას შესრულებული მოქმედება ძალიან ჰგავდა ინგლისელი ლეგენდის, კრის უოდლის სტილს.
"კვარაცხელიამ ფანტასტიკური მოძრაობა შეასრულა – მარტივად მოიცილა მოწინააღმდეგე და შთამბეჭდავად დაარტყა. იმ სიტუაციაში ერთადერთი შესაძლო კუთხე იპოვა, საიდანაც ბურთი კარში შეიძლებოდა გაეგზავნა. მან კრის უოდლი გამახსენა – თითქოს მისი დაბრუნებული ვერსიაა მოედანზე", - განაცხადა ფერდინანდმა.
ცნობისთვის, პსჟ ფინალურ მატჩში ინტერს ალიანს არენაზე დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






