“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან სანიკიძე
სააგენტო "პარალელი" “მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან სანიკიძე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით: “მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს, გილოცავ! – შენ ხარ სტანდარტული ქოცი. პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება. ეგაა ზუსტად ქოცობა – “ეს მევასება და პოლიტპატიმარია, ეს არ მევასება და ჩალპეს”. საბედნიეროდ მთელი დასავლური სამყარო, ევროპარლამენტი, სენატი, კონგრესი, მსოფლიო ლიდერები […] “მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან სანიკიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან სანიკიძე
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:
“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!
ამაში თუ ეჭვი შეგაქვს, გილოცავ! – შენ ხარ სტანდარტული ქოცი.
პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება. ეგაა ზუსტად ქოცობა – “ეს მევასება და პოლიტპატიმარია, ეს არ მევასება და ჩალპეს”.
საბედნიეროდ მთელი დასავლური სამყარო, ევროპარლამენტი, სენატი, კონგრესი, მსოფლიო ლიდერები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მიშა პუტინის პირადი პატიმარია და ამ ჩემს ფეხებს რამდენიმე ქართველი “ლევაკი” თუ სხვა ჭკუაზეა.
ამავეს ადასტურებდა არჩევნებამდე ჩატარებული ყველა ადგილობრივი სოციოლოგიური გამოკითხვა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას.
მარტივად ავხსნათ:
1. მიშა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტია. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ სამოქალაქო აქტივისტს არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ბიძინა მიშას მისცემდა ამის ფუფუნებას?
2. მიშა გაასამართლეს სანქცირებულმა, კორუმპირებულმა მოსამართლეებმა. აი, იმათმა ახლა ვინც ბიჭებს ასამართლებენ. მიშასთან უმაღლესი სტანდარტები დაიცვეს და ახლა გაბოროტდნენ?
3. სააკაშვილის ყველა საქმე პირადად შეკერა ივანიშვილის ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰყავს დასანქცირებული და გუშინ, 9 მაისს პუტინთან ერთად იდგა წითელ მოედანზე.
4. მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა თავად ოცნების არაერთ მაღალჩინოსანს აქვს დადასტურებული – “შეეშვას პოლიტიკას და შევეშვებითო”. საუბარი ზედმეტია წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, რომლის მთავარი მიზანია 2008 წლის ომში ჩვენი დადანაშაულება და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა.
5. ჩართეთ რუსული პროპაგანდისტული არხები და მიხვდებით ვისი შეკვეთითა და დაკვეთით ზის მიშა ციხეში. მკიდია, საქართველოში არათუ ყოფილი პრეზიდენტს, არამედ არავის დავაჩაგვრინებ რუსს.
კაცი კლასიკური პოლიტპატიმარია!
უბრალოდ უნამუსობაა რაც გუშინ მოხდა. ამიტომ მინდა ევროპა, არც ბიძინამ, არც ვიღაც მემარცხენემ არ უნდა გადამიწყვიტოს აქციაზე რა ბანერით მივალ.
ღმერთმა დამიფაროს ბიძინას, პუტინს, სიმონიანს და თეა წულუკიანს დავემთხვე რამეში.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
თავისუფლება მიშას!” – წერს ლევან საკინიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან სანიკიძე
პარალელი
What's Your Reaction?






