მოსამართლე ნაჭყებიამ საქმეს დაურთო ომბუდსმენის შეფასება, რომელშიც წერია, რომ ანტონ ჩეჩინს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, ანტონ ჩეჩინის საქმეს მტკიცებულებად დაურთო "სახალხო დამცველის პასუხი" - ომბუდსმენის რეაგირების ოქმი, რომელშიც წერია, რომ "ბრალდებულ ჩეჩინს აღენიშნებოდა ძალადობის კვალი ჩალურჯებების გზით და განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს". სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანტონ ჩეჩინი საპატიმროში 7 ივნისს მოინახულა, ადვოკატის მიმართვის შემდეგ. მანამდე ადვოკატისთვის ანტონ ჩეჩინის...

What's Your Reaction?






