მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს; ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეუთო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს; ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეუთო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
What's Your Reaction?






