მოულოდნელი დანაკლისი - პარიზს ატლეტიკო მადრიდთან ლიდერი არ ეყოლება
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ენრიკეს გუნდს მთავარი ლიდერი დააკლდება

დღეს, თავის პირველ შეხვედრას გამართავს ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენიც, რომელიც 23:00 საათზე ატლეტიკო მადრიდს შეხვდება და სხვათა შორის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ერთმანეთს ორი ევროპული კლუბი დაუპირისპირდება.
როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ლუის ენრიკეს მადრიდის ატლეტიკოსთან უსმან დემბელე არ ეყოლება, რომელმაც ესპანეთთან ერთა ლიგის შეხვედრაში დაზიანება მიიღო და მისი თამაში გამოირიცხა. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა ბრედლი ბარკოლას ყოფნაც, მიზეზი კი ზუსტად ანალოგიური გახლავთ.
აი, ასეთ შემადგენლობას ელიან პარიზისგან გამოცემები დღევანდელ შეხვედრაში:
შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოს შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე პარი სენ-ჟერმენი კიდევ ორ შეხვედრას გამართავს, მეტოქეები კი ბრაზილიური ბოტაფოგო და ამერიკული სიეტლი იქნებიან.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ პარი სენ-ჟერმენისა და მადრიდის ატლეტიკოს მატჩის ყურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგეძლებათ.
What's Your Reaction?






