მაურისიო პოჩეტინომ კრისტიან პულიშიჩთან კონფლიქტზე ისაუბრა
აშშ-ის ნაკრების თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ კრისტიან პულიშიჩთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე ღიად ისაუბრა...

არგენტინელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს პულიშიჩს, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებებს თავად და პროფესიონალთა ჯგუფი იღებენ: „ფეხბურთელმა უნდა მოუსმინოს და მიჰყვეს გეგმას, ეს დისციპლინაა.“
პოჩეტინოს თქმით, პულიშიჩს ამხანაგური მატჩები აინტერესებდა, მაგრამ უარი თქვა ოქროს თასში მონაწილეობაზე, რაც საბოლოოდ გამწვავებული სიტუაციის მიზეზი გახდა: „მინდოდა მისი გამოძახება, მაგრამ როცა ვნახე, რომ ტურნირისადმი დამოკიდებულება სერიოზული არ იყო — აზრი შევიცვალე და აღარ გამოვიძახე.“
What's Your Reaction?






