"მსოფლიოს ჩემპიონობით უბედნიერესი ვარ" - სანდრო ბაზაძის პირველი კომენტარი

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისშივე მოიგო, რის შემდეგაც ბაზაძემ ემოციური კომენტარი გააკეთა

ივლ. 25, 2025 - 23:27
 0
"მსოფლიოს ჩემპიონობით უბედნიერესი ვარ" - სანდრო ბაზაძის პირველი კომენტარი
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისშივე მოიგო, რის შემდეგაც ბაზაძემ ემოციური კომენტარი გააკეთა:

ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, იშრომონ ბევრი. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.

კარიერის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა.

- თქვა სანდრო ბაზაძემ.

შეგახსენებთ, რომ სანდრომ ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი 15:9 დაამარცხა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow