კვლავ ზღვარზე - ბაირნმა ლივერპულს ლუის დიასის თაობაზე მესამე წინადადება გაუგზავნა
ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მეორე წინადადების დაბლოკვის შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა ლივერპულს ლუის დიასის თაობაზე რიგით მესამე შეთავაზება გაუგზავნა

აქამდე ელოდნენ, რომ ბაიერნი შეთავაზებულ თანხას 80 მილიონ ევრომდე გაზრდიდა, თუმცა პლეტენბერგს სულ სხვა ინფორმაცია აქვს.
მისი თქმით, კლუბმა ლივერპულს 67.5-70 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ზღვარზე გავლას ნიშნავს.
საქმე ისაა, რომ ბაიერნმა მესამე წინადადების გაგზავნა მხოლოდ ერთი მიზნით დააგვიანა: კლუბს სურდა, რომ ბოლო შეთავაზება კარგად დაეგეგმა, რათა ლივერპულისგან უარი აღარ მიეღო, არადა ახლა მოსალოდნელ თანხაზე 10 მილიონი ევროთი ნაკლებია შეთავაზებული, რისი უარყოფაც ინგლისელებს თავისუფლად შეუძლიათ.
What's Your Reaction?






